თერაპიული ლედ ნიღაბი
საუკეთესოა: ბზინვარებისთვის, სიმკვრივისთვის, სიწითლისა და გამონაყრის წინააღმდეგ.
თქვენი ბზინვარების რიტუალი სახლში. 128 მაღალი ხარისხის ლედ ნათურა ოთხი სახის განათებით, რბილ და დრეკად ნიღაბში, რომელიც სამედიცინო სილიკონისგანაა დამზადებული და კომფორტულად ერგება სახის ნებისმიერ მოყვანილობას. დატენვადი, დასაკეცი და მოსახერხებელია ყველგან წასაღებად. მოირგეთ, აირჩიეთ რეჟიმი, დახუჭეთ თვალები – და დანარჩენს სინათლე იზამს.
რა დანიშნულება აქვს თითოეულ განათებას?
- წითელი (630 ნმ): ხელს უწყობს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას – კანი უფრო მკვრივი, გლუვი და ბზინვარე ჩანს, წვრილი ნაოჭები კი ნაკლებად შესამჩნევი ხდება.
- ნარინჯისფერი (590 ნმ): ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას და ამცირებს სიწითლისა და შეშუპების გამოვლინებას.
- ლურჯი (415 ნმ): გამონაყრისკენ მიდრეკილ კანს სუფთად და მშვიდად ინარჩუნებს – მოქმედებს აკნეს გამომწვევ ბაქტერიებზე.
- ახლო ინფრაწითელი (850 ნმ): ღრმად აღწევს და კანს უფრო ტონუსიანსა და ელასტიურს ხდის.
კარგია იცოდეთ: ლედ თერაპიის შედეგი თანდათან ვლინდება. გამოიყენეთ ნიღაბი კვირაში 3–4-ჯერ, 4–8 კვირის განმავლობაში. რბილი სილიკონის წყალობით შეგიძლიათ მოეშვათ და დაისვენოთ, სანამ ნიღაბი მუშაობს.
6 რეჟიმი, სიმძლავრის 3 დონე, პულსაციის რეჟიმი და ტაიმერი 10-დან 30 წუთამდე. სერტიფიცირებულია ISO 13485, CE, FCC და RoHS სტანდარტებით.
Benefits
Nourishing
Hydrating
Soothing
Won't clog pores
Lightweight
FRESH
Expert endorsed
Vitamin rich